ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავა, მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მერმა პროექტების განხორციელების პროცესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე, მათი ეფექტიანი გადაჭრის გზებსა და მოსახლეობის საჭიროებებზე. ზამურ ჭითანავას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტი…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოში უცხოელთა ყოფნის რეგულაციები იცვლება – ახალი კანონპროექტის დეტალები

მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში და მასთან დაკავშირებულ სხვა აქტებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის რეგულაციების გამკაცრებაა. პროექტის თანახმად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის მსურველ უცხოელ…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელ სპორტსმენებს ბათუმის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეული წარმატება მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს ულოცავს. „ვულოცავ ქვემო ქართლის ქართული ჭიდაობის ნაკრებს საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს და ფესტივალის ვიცე-ჩემპიონობას. ნაკრების შემადგენლობაში მარნეულელი სპორტსმენები ანდრია ჯალაბაძე და გაბრიელ ფანგანი ასპარეზობდნენ, რომლებმაც გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ასევე ვულოცავ მარნეულელ სპორტსმენს ხადიჯა…

წაიკითხეთ მეტი

ვასილ ხახულაშვილის ხელმძღვანელობით მარნეულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი უძღვებოდა. სხდომის დღის წესრიგით განსახილველად ერთი საკითხი იყო წარმოდგენილი, რომელიც ქალაქ მარნეულში კულტურის სახლის რეაბილიტაციას ეხებოდა. დეპუტატებმა საკითხს მხარი დაუჭირეს და გადაწყვეტილება დადებითი კენჭისყრით მიიღეს. რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილე რიჩარდ გიგანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს დაესწრო

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თბილისიში გამართულ მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის დაესწრნენ. ფორუმი გახსნა კახა კალაძე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა არის „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, მდგრადი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თბილისში გამართულ მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმში – „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ – მონაწილეობდნენ. ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა…

წაიკითხეთ მეტი

ქვემო ქართლის სპორტსმენებმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს არაერთი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქვემო ქართლის რეგიონის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სახეობაში მედლები მოიპოვეს. ქვიშის ჭიდაობაში ოქროს მედალს დაეუფლა ირაკლი გაბელია, ხოლო ვერცხლის მედლები მოიპოვეს ჯაბა მურადაშვილიმა და რატი ნიაზაშვილიმა. ბრინჯაოს მედლები ერგოთ მათე ბადრახიშვილის და გიორგი თევზაძეს. წარმატებით იასპარეზეს ქვემო ქართლის მოცურავეებმაც. ანა ქოჩიაშვილიმა 200 მეტრ ბრასში ვერცხლის მედალი მოიპოვა,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მარნეულელ სპორტსმენებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეული წარმატება მიულოცა

ბათუმში მიმდინარე საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ძიუდოს გუნდურ შეჯიბრებაში ქვემო ქართლის ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და საპატიო მეორე ადგილი დაიკავა. ნაკრების შემადგენლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა სპორტსმენები – ლიზა დავაძე და ანდრო პაპუნაშვილი – ასპარეზობდნენ, რომლებმაც გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვი სპორტსმენებსა და ნაკრებს წარმატება მიულოცა. „ვულოცავ ქვემო ქართლის ნაკრებს…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა რუსთავში გამართულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა

რუსთავის სამუსიკო სასწავლებელმა 30 მაისს კლასიკური მუსიკის მე-13 ნორჩ შემსრულებელთა კონკურსს უმასპინძლა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა მუსიკალური ნომერი წარმოადგინეს.

წაიკითხეთ მეტი

თბილისის კერძო ბაღზე მშობელი ძალადობის მძიმე ბრალდებებს ავრცელებს – ბაღი ფაქტებს უარყოფს

თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღის შესახებ მოქალაქე ელი­ტა და­ნე­ლი­ა­ნი მძიმე ბრალდებებს ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი 3 წლის შვილზე ძალადობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებებიც. ,,მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას ! ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ბავ­შვთა დაც­ვის დღეს! დღეს როცა კერ­ძო ბაგა-ბაღი “ბელ-მარი“ აღ­ნიშ­ნავს ბავ­შვთა დაც­ვის დღეს ძა­ლი­ან გრან­დი­ო­ზუ­ლად, ამ დროს მე 1 ივ­ნისს ჩემი შვი­ლი მყავს ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან და ფსი­ქო­ლოგ­თან…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »