ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავა, მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მერმა პროექტების განხორციელების პროცესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე, მათი ეფექტიანი გადაჭრის გზებსა და მოსახლეობის საჭიროებებზე.

ზამურ ჭითანავას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოსა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading