ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქში მეოთხედ ჩატარდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა. ფესტივალის მიზანი ადგილწარმოშობის ნიშნის პოპულარიზაციაა. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა მედალოსანი ღვინოები, ხოლო ოქროს მედლის მფლობელი 11 ღვინო 2026 წელს იტალიის მერანოს საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, სახელმწიფო რწმუნებულები:…

წაიკითხეთ მეტი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მარნეულის კულტურის ცენტრში ✨🌈

მარნეულის კულტურის ცენტრი ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 💖🎈 „ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და ნათელი მომავლით სავსე ბავშვობას“, – აღნიშნულია მარნეულის კულტურის ცენტრის მილოცვაში. ✨🌈

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში ნიზამი განჯელის მონუმენტის დაზიანების ფაქტზე მერია განცხადებას ავრცელებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ მარნეულში XII საუკუნის პოეტის, ჰუმანისტისა და აღმოსავლური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნიზამი განჯელის მონუმენტის დაზიანების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნულს გმობს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. „აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში. მუნიციპალიტეტი ასევე მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის N3 საბავშვო ბაღს ეწვია

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან – რიჩარდ გიგანთან და ვასილ ხახულაშვილთან ერთად, მარნეულის N3 საბავშვო ბაღს ეწვია. სტუმრებმა დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს, მათ ჯანმრთელობა, ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვეს. შეხვედრა თბილ და სადღესასწაულო გარემოში გაიმართა.

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

ჩემო ძვირფასო ბავშვებო, ყოველი დღე თქვენ გეძღვნებათ. ჩვენი, ზრდასრული ადამიანების, მთავარი საზრუნავი თქვენთვის ბედნიერი ბავშვობის უზრუნველყოფა, თქვენი სურვილებისა და ოცნებების ახდენაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ გააზრებისა და ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ყოველწლიურად ვუერთდებით მსოფლიო ინიციატივას და 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი ძალა და მთავარი…

წაიკითხეთ მეტი

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია პოლიციელის დღესთან დაკავშირებით სამართალდამცველებს ულოცავს და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. „მთელი გულით გილოცავთ პოლიციელის დღეს! უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დაუღალავად დგახართ თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. თქვენი პროფესია დიდი პასუხისმგებლობისა და მართლწესრიგისადმი ერთგულების მაგალითია. ამ განსაკუთრებულ დღეს გისურვებთ პროფესიულ წინსვლას, სიმტკიცეს და თქვენი საქმიანობა ყოველთვის ყოფილიყოს ჩვენი…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისში, სოფელ ტანძიაში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბოლნისისი მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში, ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საბჭოს თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნონა რეხვიაშვილმა, რომლებმაც ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა მუსიკალური ნომრები, გაიმართა ბუშტებისა და ფერადი…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის 4.3-მილიონიანი სამოქმედო გეგმა ამოქმედდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მერიას შორის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს. მემორანდუმი 2026 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას ითვალისწინებს, რომლის ბიუჯეტი 4.3 მილიონ ლარს შეადგენს და 19 აქტივობას აერთიანებს. გეგმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას, საწარმოების კონტროლის…

წაიკითხეთ მეტი

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

„პროკურატურა არასდროს ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური – ის გახდა დიდი ოჯახი, ცხოვრების საინტერესო გამოწვევა, უდიდესი გამოცდილება და პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე სხვა პასუხისმგებლობა მაკისრია, ეს სამსახური ჩემთვის კვლავ განსაკუთრებულად ძვირფასი და ახლობელია“, – აღნიშნავს ჯალაღანია. მისივე თქმით, პროკურორების საქმიანობა ხშირად საზოგადოების თვალისთვის უხილავია, თუმცა სწორედ მათ შრომაზე დგას ქვეყნის სამართლებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და პრობლემების გადაჭრის გზები კომპეტენციის ფარგლებში განიხილა. მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათს ტარდება.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »