ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია პოლიციელის დღესთან დაკავშირებით სამართალდამცველებს ულოცავს და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„მთელი გულით გილოცავთ პოლიციელის დღეს! უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დაუღალავად დგახართ თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. თქვენი პროფესია დიდი პასუხისმგებლობისა და მართლწესრიგისადმი ერთგულების მაგალითია.

ამ განსაკუთრებულ დღეს გისურვებთ პროფესიულ წინსვლას, სიმტკიცეს და თქვენი საქმიანობა ყოველთვის ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების საწინდარი“, – აღნიშნავს ილია ჯალაღანია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading