დმანისის მერი ქალთა და კაცთა თანასწორობის საკითხებზე გამართულ რეგიონულ შეხვედრას დაესწრო

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და UN Women-ის თანამშრომლობით გამართულ რეგიონულ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ქალთა და კაცთა თანასწორობის საკითხები, არსებული გამოწვევები და წარმატებული პრაქტიკები განიხილეს.

ღონისძიების ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძე შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

კობა მურადაშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებისა და ისეთი პოლიტიკის გასაძლიერებლად, რომელიც თანასწორობასა და მოქალაქეთა კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading