ბოლნისში, სოფელ ტანძიაში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბოლნისისი მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში, ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საბჭოს თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნონა რეხვიაშვილმა, რომლებმაც ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს.


ღონისძიების ფარგლებში შესრულდა მუსიკალური ნომრები, გაიმართა ბუშტებისა და ფერადი კვამლის გაშვება, პატარებს ტკბილეული დაურიგდათ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. დღის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ბოლნისის თოჯინების თეატრის წარმოდგენა იყო, რომელმაც ბავშვებში განსაკუთრებული ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს ბავშვთა მხარდაჭერის , კეთილდღეობისა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას.

