რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის 4.3-მილიონიანი სამოქმედო გეგმა ამოქმედდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მერიას შორის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს.

მემორანდუმი 2026 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას ითვალისწინებს, რომლის ბიუჯეტი 4.3 მილიონ ლარს შეადგენს და 19 აქტივობას აერთიანებს. გეგმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას, საწარმოების კონტროლის გამკაცრებას, საწვავის ხარისხის მონიტორინგს, მწვანე სივრცეების განვითარებასა და ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოებას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის მიზნით 10 000 ნერგი დაირგვება, მოეწყობა ახალი პარკები და სკვერები, ხოლო ქალაქში დამატებითი ჰაერის მონიტორინგის სადგური განთავსდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading