ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

„პროკურატურა არასდროს ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური – ის გახდა დიდი ოჯახი, ცხოვრების საინტერესო გამოწვევა, უდიდესი გამოცდილება და პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე სხვა პასუხისმგებლობა მაკისრია, ეს სამსახური ჩემთვის კვლავ განსაკუთრებულად ძვირფასი და ახლობელია“, – აღნიშნავს ჯალაღანია.

მისივე თქმით, პროკურორების საქმიანობა ხშირად საზოგადოების თვალისთვის უხილავია, თუმცა სწორედ მათ შრომაზე დგას ქვეყნის სამართლებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა ნდობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და პროფესიულ წარმატებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასდროს დაგეკარგოთ ღირსებისა და სამართლიანობის განცდა, რაც თქვენი პროფესიის მთავარი ძალაა“, – აცხადებს ილია ჯალაღანია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading