ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს თასზე შვიდი მედალი მოიპოვეს
ჩილეში გამართულ პარაძალოსნობის მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა – ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს.
🏆 აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ) ორი ოქროს მედალი დაისაკუთრა: ინდივიდუალურ ასპარეზობაში 246 კგ დაძლია და ჩემპიონობა იზეიმა, სამი მისვლის ჯამში კი 721 კგ დააგროვა და მეორე ოქრო მოიპოვა.
🥈 მაკა კვინჩიამ (+86 კგ) ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ინდივიდუალურ ასპარეზობაში 126 კგ დაძლია და ვიცე-ჩემპიონი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 371 კგ-ს გაუმკლავდა და მეორე ვერცხლის მედალსაც დაეუფლა.
🥉 გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) ორი ბრინჯაო მოიპოვა: ინდივიდუალურ ასპარეზობაში 218 კგ აწია და მესამე ადგილი დაიკავა, სამი მისვლის ჯამში კი 433 კგ დააგროვა და კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
🥉 იაგო გორგოძემ (-107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 180 კგ ჩათვალა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.


