ვფიქრობ, საერთოდ განათლების სისტემის კრახია, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფეიერვერკია, – ჯონდი ბაღათურია

„ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი, მადლობა ღმერთს, მცირე ნაწილი, მაგრამ, შეიძლება ასე ბრბოდ გადააქციო თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე – ეს განათლების სისტემის ჩავარდნაა. როცა ასე პრიმიტივიზმის დონეზე შეიძლება ადამიანს დააზეპირებინო, რომ შენთვის გაკეთებული კანონი, შენ რომ არ გაგძარცვონ, „ფარას“ რასაც ვეძახით იმ კანონს დაარქვა „რუსული“ და დაგაზეპირებინონ პრიმიტიული ფრაზა „რუსული კანონი“, რუსული ოლიგარქია და ეს ქუჩაში იძახო ერთი დღე, ორი დღე, ერთი თვე, ორი თვე ასე ქუჩაში იარო და იძახო, ეს ტრაგედიაა და ნამდვილად ძალიან განვიცდი ამას. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ მივიღეთ მონოპოლიები განათლების სისტემაში და სპეკულაციურად მაღალი ფასები.“ – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე და 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებზე სასაუბროდ იმყოფება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading