რუსულმა ძალებმა დრონით ხარკოვს დაარტყეს, დაჭრილებს შორის 12 წლის ბავშვია

რუსულმა ძალებმა ხარკოვს დრონით დაარტყეს, დაჭრილია 4 ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ხარკოვის საოლქოს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსში შედეგად ხანძარი გაჩნდა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სახლის მდგომარეობისა და მოსახლეობის განსახლების საკითხის შესწავლა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading