ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქში მეოთხედ ჩატარდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა.

ფესტივალის მიზანი ადგილწარმოშობის ნიშნის პოპულარიზაციაა. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა მედალოსანი ღვინოები, ხოლო ოქროს მედლის მფლობელი 11 ღვინო 2026 წელს იტალიის მერანოს საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, სახელმწიფო რწმუნებულები: ილია ჯალაღანია მოადგილეებთან: იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე, სიმონ გულედანი, გიორგი ღურჯუმელიძე და პლატონ კალმახელიძე, ბოლნისის მერი ზამურ ჭითანავა და მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, პარლამენტის წევრები, ღვინის სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და მთავარეპისკოპოსი ეფრემი. ფესტივალის წარმდგენი იყო „არემჯი“, ხოლო მხარდამჭერები – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის მერია, აგროცენტრი და გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კულტურული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, მუსიკალურ პროგრამაში კი მონაწილეობდნენ კვარტეტი „ჩვენი ბიჭები“, ანსამბლი „არტ ლაბორატორია“ და ჯგუფი „მგზავრები“.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading