დმანისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის ცენტრალურ სკვერში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ბავშვთა საესტრადო სტუდია „მიქსის“ კონცერტი, ხოლო სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებისთვის გასართობი აქტივობები მოეწყო. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

პატარებს დღესასწაული დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა პეტრიაშვილმა მიულოცა და მათ ბედნიერი, მშვიდობიანი მომავალი უსურვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading