მარნეულში ნიზამი განჯელის მონუმენტის დაზიანების ფაქტზე მერია განცხადებას ავრცელებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ მარნეულში XII საუკუნის პოეტის, ჰუმანისტისა და აღმოსავლური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნიზამი განჯელის მონუმენტის დაზიანების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნულს გმობს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მუნიციპალიტეტი ასევე მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ საზოგადოებრივ სივრცეებსა და კულტურულ ფასეულობებს.

„მათი მოვლა და დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading