თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაღეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე პროექტები მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, პირველ მოადგილე გია ანთაძესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, სოფელ დაღეთში ცენტრალური გზიდან ამბულატორიამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება, ხოლო სოფელ სამშვილდეში მე-5 ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდება.

წაიკითხეთ მეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური სხდომა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თავმჯდომარის მიხეილ გედეხაურს ხელმძღვანელობით, გეგმიური სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. მათ შორის იყო 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის ცნობად მიღება, სოფელ მარტყოფი-ში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა, ასევე წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება. სხდომაზე ასევე დაამტკიცეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის ამერიკული კუთხე ახალ საზაფხულო პროექტს იწყებს

მარნეულის ამერიკული კუთხე, აშშ-ის საელჩო საქართველოშოს მხარდაჭერით, ახალ პროექტს – Celebrating America through the World Cup იწყებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნება საზაფხულო კლუბი “Discover America Through the World Cup”, რომელიც IX-XII კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ფეხბურთის, ამერიკული კულტურისა და სპორტული აქტივობების გარშემო გააერთიანებს. მონაწილეებს ელოდებათ სპიკერ-პროგრამები, სპორტული შეჯიბრებები, შემეცნებითი თამაშები და ამერიკის კულტურისა და ისტორიის გაცნობა….

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი „კავკასიის ორი დამოუკიდებელი ხმის“ ღონისძიებას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მარნეულის აზერბაიჯანული სახლის ინიციატივითა და აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას -„კავკასიის ორი დამოუკიდებელი ხმა“დაესწრო, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეებს მიეძღვნა. ღონისძიება ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა და წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მუსიკალური და ფოლკლორული ნომრები. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე წმინდა იოანე ბოლნელის სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე საკრებულოს წევრებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებას – „ბოლო ცეკვა-თამაშს“ დაესწრო, რომელიც კულტურის სახლში გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები, წინსვლა და ოცნებების ასრულება უსურვა. მან მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს გაწეული შრომისა და ახალგაზრდების ღირსეულად აღზრდისთვის. ასევე…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავის საკრებულომ მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა

სხდომის დაწყებამდე თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა. მან ასევე ისაუბრა ძველი რუსთავის განახლების მასშტაბურ პროექტზე, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით ხორციელდება. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დაამტკიცეს 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, ასევე სოციალური პროგრამებისა და განაშენიანების…

წაიკითხეთ მეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

28 მაისს, 11:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. სხდომაზე განხილული იყო სპორტსმენებისა და მწვრთნელების მივლინების წესების გაუქმება, მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში ცვლილებები, ასევე 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხასა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებულ განკარგულებებში ცვლილებები. დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხები განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარის ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.

სხდომის დაწყებამდე თავმჯდომარემ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე და ყურბან-ბაირამი მიულოცა. დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს, მათ შორის: შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები, მიწის ნაკვეთისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზება, ასევე ავტოსადგურიდან რეისების რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილეები: რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის…

წაიკითხეთ მეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

27 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თამარ ხაჩიძის ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებები ბიუროს სხდომაზე განსახილველად დადებითად მიიღეს. დაჯილდოებაზე წარდგენილნი არიან სპორტსმენები: საბა ფურცელაძე, გიორგი ქარჩაიძე, კობა ქარუმიძე, ნიკოლოზ ქარუმიძე, ლუკა უსტარაშვილი, ლუკა ღუჭაშვილი,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 150 ოჯახს ნობათი გადაეცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, დაურ ისმაილოვის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს ნობათი გადაეცა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე. მათ ოჯახებს დღესასწაული მიულოცეს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური ნობათები პირადად გადასცეს.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »