საკანონმდებლო ორგანომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა. ცვლილებებით შემოღებული იქნება ახალი ცნება – სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, რომელიც მოიცავს ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს.


საკითხი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.


მისი თქმით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ კანონიდან ხდება გამარტივებული კონკურსის წესის ამოღება შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით.


ცვლილების შედეგად, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების დანიშვნა შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ან იმ უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივა იქნება, რომლის მმართველობის სფეროშიც შედის ესა თუ ის კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.


მისივე განმარტებით, კანონპროექტით შემოდის ნორმა, რომლის მიხედვით, დაწესებულების რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

საქართველოს პარლამენტი 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading