საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედს“ რვა ახალი როიალი გადაეცა
„STEINWAY AND SONS“- ის როიალების გადაცემას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი ნიჭიერთა ათწლედის დირექტორთან, ნოდარ ჟვანიასთან ერთად დაესწრო.
ახალი ინსტრუმენტები ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს და შეამოწმეს.
სამუსიკო სკოლების და სასწავლებლების ინსტრუმენტებით აღჭურვა გრძელდება.
საქართველოს კულტურის სამინისტრო




