მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარის ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.

სხდომის დაწყებამდე თავმჯდომარემ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე და ყურბან-ბაირამი მიულოცა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს, მათ შორის: შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები, მიწის ნაკვეთისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზება, ასევე ავტოსადგურიდან რეისების რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები.


სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილეები: რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.
