მარნეულში ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 150 ოჯახს ნობათი გადაეცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, დაურ ისმაილოვის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს ნობათი გადაეცა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.


მათ ოჯახებს დღესასწაული მიულოცეს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური ნობათები პირადად გადასცეს.