სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში არალეგალური ფრინველის სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში, ბერიტაშვილის ქუჩა N12-ში, არალეგალური ფრინველის (ქათმის) სასაკლაო გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური პირი ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით საქმიანობდა და საწარმო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა.

დარღვევის გამო მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელონ და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading