მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა გაიმართა

სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო ოთხი საკითხი, მათ შორის მიწის პრივატიზაცია და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.

სხდომას თავმჯდომარეობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე გივი გიორგაძე.

სხდომის მუშაობაში კომისიის წევრების გარდა მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ხარშილაძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading