მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი „კავკასიის ორი დამოუკიდებელი ხმის“ ღონისძიებას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მარნეულის აზერბაიჯანული სახლის ინიციატივითა და აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას -„კავკასიის ორი დამოუკიდებელი ხმა“დაესწრო, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეებს მიეძღვნა.

ღონისძიება ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა და წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მუსიკალური და ფოლკლორული ნომრები.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და აზერბაიჯანული სახლის დირექტორმა მაჰაბატ იმანოვმა მიმართეს.

გამომსვლელებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიან მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიებას ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading