გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური სხდომა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თავმჯდომარის მიხეილ გედეხაურს ხელმძღვანელობით, გეგმიური სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. მათ შორის იყო 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის ცნობად მიღება, სოფელ მარტყოფი-ში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა, ასევე წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება.

სხდომაზე ასევე დაამტკიცეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა და სხვა საკითხები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading