მარნეულის ამერიკული კუთხე ახალ საზაფხულო პროექტს იწყებს
მარნეულის ამერიკული კუთხე, აშშ-ის საელჩო საქართველოშოს მხარდაჭერით, ახალ პროექტს – Celebrating America through the World Cup იწყებს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება საზაფხულო კლუბი “Discover America Through the World Cup”, რომელიც IX-XII კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ფეხბურთის, ამერიკული კულტურისა და სპორტული აქტივობების გარშემო გააერთიანებს.
მონაწილეებს ელოდებათ სპიკერ-პროგრამები, სპორტული შეჯიბრებები, შემეცნებითი თამაშები და ამერიკის კულტურისა და ისტორიის გაცნობა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი, 18:00 საათი, ხოლო პროექტი 19 ივლისს დასრულდება.
სარეგისტრაციო ფორმა:https://docs.google.com/…/1FAIpQLSeXhy6nXPjbTSK8s…/viewform…