თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაღეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე პროექტები მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, პირველ მოადგილე გია ანთაძესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, სოფელ დაღეთში ცენტრალური გზიდან ამბულატორიამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება, ხოლო სოფელ სამშვილდეში მე-5 ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდება.