რუსთავის საკრებულომ მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა

სხდომის დაწყებამდე თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა.
მან ასევე ისაუბრა ძველი რუსთავის განახლების მასშტაბურ პროექტზე, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით ხორციელდება.


დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დაამტკიცეს 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, ასევე სოციალური პროგრამებისა და განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებული საკითხები.
სხდომას ესწრებოდნენ სტუდენტური სტაჟირების პროგრამის – „წარმოადგინე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებიც.
