ქალაქ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულების ეტაპზეა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, ქალაქ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც შემსრულებელი, ისე ზედამხედველი კომპანიები სრულად არიან ჩართული პროცესში, რათა პროექტი ხარისხიანად და დადგენილ ვადებში დასრულდეს.

ამ ეტაპზე დასრულებულია წყალმომარაგების ქსელის ძირითადი ნაწილი და ქსელზე ახალი მიერთებები, ხოლო წყალარინების მიმართულებით სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ძირითადი დარჩენილი სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე გადაერთებების მოწყობას უკავშირდება, რომლის დასრულების შემდეგაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა სრულად ამოქმედდება.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის დასრულების შედეგად მარნეულის მოსახლეობა გაუმჯობესებულ წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას მიიღებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading