დმანისის საკრებულოში ბიუჯეტსა და მუნიციპალურ პროგრამებზე ბიუროს სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 29 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე იმსჯელეს 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე და 2026 წლის I კვარტლის შესრულების შედეგებზე.

ასევე განიხილეს მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში ცვლილებები, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2026 წლის სამოქმედო გეგმა და მუნიციპალური ქონების საპრივატიზებო ნუსხა.

სხდომაზე ასევე მოიწონეს 2026 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი პროექტების ნუსხაში შესატანი ცვლილებები.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading