მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას მოსწავლეები და ორგანიზაციის ბენეფიციარები ესტუმრნენ
ორგანიზაცია “ბავშვი, ოჯახი და საზოგადოების” ბენეფიციარები და ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საბიბლიოთეკო გარემოს და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო აქტივობებში.