ქუთაისში არარეგისტრირებული რძის საწარმო გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ქუთაისში, ლერმონტოვის N10-ში, რძისა და რძის პროდუქტების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე ბ. კ. სააგენტოსგან მინიჭებული რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ყველს, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით.

ინსპექტირების შედეგად საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო მავნედ მიჩნეული პროდუქტი დაილუქა და განადგურდება სააგენტოს ზედამხედველობით.

სურსათის უვნებლობის მიმართულებით სამუშაოები იმერეთის რეგიონში აქტიურად გრძელდება, ხოლო გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის დაუყოვნებლივ განთავსდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading