რუსთავში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ მეთორმეტე ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ ახალი – მეთორმეტე ეტაპი გაიხსნა. პროექტის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ანა ნელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერი პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს გაესაუბრა და წარმატებები უსურვა.

რუსთაველ სტუდენტებთან შეხვედრა, ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და ნინო ლაცაბიძემ, მათთვის საინტერესო თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„მართე შენი ქალაქი”, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ახალგაზრდული პროექტია. ძალიან ბევრმა რუსთაველმა ახალგაზრდამ სწორედ ამ პროექტში ჩართვის შემდეგ დაიწყო მუნიციპალიტეტთან აქტიური ურთიერთობა. უმრავლესობასთან დღემდე გვაქვს კომუნიკაცია და ნაწილი, მერიის სამსახურებშიც მუშაობს.

მთავარი, რაც დღეს ახალგაზრდებთან საუბარში იკვეთება, არის სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები რუსთავს მოახმარონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია და მიხარია, რომ რუსთავის განვითარების კონცეფცია, რომელსაც დღეს ვახორციელებთ, ზუსტად პასუხობს მათ მოთხოვნას, შევქმნათ გარემო, რომელიც სრულად გამოავლენს მათ ახალგაზრდულ პოტენციალს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„მართე შენი ქალაქი”, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და მასში 500-მდე ახალგაზრდა ჩაერთო. დღემდე, რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში კი პროექტის მონაწილე 80 ახალგაზრდა დასაქმდა.

პროექტი რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და რუსთავის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას და მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading