თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრში“ ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მიმდინარე კვირის სამუშაო გეგმა, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე განისაზღვრა შესასრულებელი ამოცანები, პასუხისმგებელი პირები და მათი შესრულების ვადები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები და რეკომენდაციები მიეცათ, ხოლო შეხვედრა საქმიანი და კონსტრუქციული განხილვის ფორმატში წარიმართა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading