მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, განცხადებას ავრცელებს

ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, 11 ივლისიდან დასკვნითი ეტაპის სამუშაოები დაიწყება. პროექტის მიხედვით, გასანოვის, ბორჩალოს, შაიგას, ნარიმანოვის I და II ჩიხების, ორბელიანის და ალგეთის ქუჩებზე ახლად მოწყობილი წყალარინების სისტემა რუსთაველის ქუჩის ცენტრალურ მაგისტრალს შეუერთდება. აღნიშნულის შეუფერხებლად შესასრულებლად, ეტაპობრივად შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამის თარიღებში, არსებულ ქუჩებთან ერთად ეტაპობრივად ჩაიკეტება რუსთაველის…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან, ზამურ ჭითანავასთან ერთად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილეს, გიორგი გიორგობიანს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დაბა კაზრეთში, სოფელ ბალიჭსა და ტანძიაში სასმელი წყლის უწყვეტი, ხარისხიანი მიწოდებისა და წყალარინების სისტემასთან დაკავშირებული გამოწვევები მიმოიხილეს. იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე, რათა მოსახლეობამ კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისით ისარგებლოს….

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგობიანსა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დაბა კაზრეთის, სოფელ ბალიჭისა და სოფელ ტანძიის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, იმსჯელეს მოსახლეობისთვის უწყვეტი და ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფისა და არსებული პრობლემების…

წაიკითხეთ მეტი

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის ცენტრალური პარკის განახლების პროექტების შერჩევა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის ცენტრალური პარკის განახლების არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა პარკის განვითარების სამი განსხვავებული კონცეფცია განიხილეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტები ითვალისწინებს რუსთავის ცენტრალური პარკის ისტორიული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, თანამედროვე რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობასა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას. კონცეფციების მიხედვით, პარკში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, კალათბურთის…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მათი განხორციელების ეტაპები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, ყურადღება დაეთმო სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით არსებულ საკითხებსა და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზებს. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება სწორედ ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობის შედეგად არის შესაძლებელი.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა ქალაქში არსებული სარწყავი არხის, ე.წ. „გარა არხის“, დასუფთავების სამუშაოები დაათვალიერა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, ქალაქში არსებული სარწყავი არხის, ე.წ. „გარა არხის“, დასუფთავების სამუშაოები დაათვალიერა. მერის განცხადებით, არხი დაახლოებით ერთი თვის წინაც გაიწმინდა, თუმცა ამჟამად კვლავ დაბინძურებულია. მისი თქმით, შპს „სუფთა მარნეულის“ თანამშრომლები რეგულარულად ზრუნავენ არხის სისუფთავეზე, თუმცა პრობლემის სრულად მოგვარება მოსახლეობის აქტიური ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია. „დაახლოებით ერთი თვის წინ ვიყავით ადგილზე და…

წაიკითხეთ მეტი

ქვემო ბოლნისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს გიორგი გასვიანთან ერთად სოფელ ქვემო ბოლნისში ხიდის მშენებლობის ბოლო ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბურჯები, ხიმინჯები, მოაჯირები და სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის ფენა. სამუშაოები ასფალტბეტონის საფარის მოწყობით დასრულდა. ხიდი ხვალ გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება….

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძე-სა და მოადგილე თეონა ფარჯიანი-სთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსახლეობის საჭიროებები და სასმელი წყლით მომარაგების მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს. მერის განცხადებით, მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობა და ადგილობრივ წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობა მუნიციპალიტეტის განვითარების, ასევე მოქალაქეთა ინტერესების ეფექტიანად დაცვის…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. მიმდინარე პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 393 გრძივი მეტრი სიგრძის გზა, რომლის ღირებულება 684 322 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დაურ ისმაილოვი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, მათთან ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა და…

წაიკითხეთ მეტი

დმანისის სიონში, VI საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, დასუფთავების აქცია გაიმართა

ინიციატივა „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ეკუთვნის და მისი ფარგლებში ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ისტორიული ნაგებობების შემორჩენილი ნაწილები ხე-მცენარეებისგან სრულად გაიწმინდა. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობასა და ისტორიული გარემოს შენარჩუნებას. აქციაში მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის სერვის ჯგუფის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოხალისეები. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ინიციატივების მიმართ…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »