მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძე-სა და მოადგილე თეონა ფარჯიანი-სთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსახლეობის საჭიროებები და სასმელი წყლით მომარაგების მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს.


მერის განცხადებით, მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობა და ადგილობრივ წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობა მუნიციპალიტეტის განვითარების, ასევე მოქალაქეთა ინტერესების ეფექტიანად დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „მარნეულის სოფწყალი“-ს წარმომადგენლები, რომლებმაც სასმელი წყლის სისტემებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.
