დავით შერაზადაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას მოსახლეობას შეხვდა

მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების მოსმენა დავით შერაზადაშვილისთვის პრიორიტეტულია. მისი თქმით, შესაძლებლობის შემთხვევაში, მუდმივად ცდილობს იყოს ხალხთან უშუალო და პირდაპირ დიალოგში.
დღეს მან შეხვედრა გამართა სადელეგატო ბიუროში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მცხოვრებ მოქალაქეებთან, სადაც ადგილობრივების საჭიროებებსა და პრობლემებს გულწრფელად მოუსმინა.


შერაზადაშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანი საფუძველია ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს ეფუძნება.