„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელებთან ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მეთოდოლოგიის დეპარტამენტისა და საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენლებმა გადასახადის გადამხდელებთან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი შეხვედრა გამართეს.
აღნიშნული შეხვედრა შემოსავლების სამსახურის მიერ, ციფრული სერვისების განვითარების ფარგლებში არსებული ახალი ინლაინ პლატფორმის – ,,შეხვედრების სივრცის“ დახმარებით განხორციელდა, რომლის მიზანია გადასახადის გადამხდელთან მუდმივი კომუნიკაცია.
ონლაინ ფორმატში მიმდინარე შეხვედრისას 400-მდე მონაწილე დაესწრო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედრის მსვლელობისას კითხვები გამოეგზავნათ და დასკვნით ნაწილში ამომწურავი პასუხები მიეღოთ. საზოგოდოების ინფორმირების მიზნით, დაინტერესებულ პირებთან მომავალი შეხვედრა 16 მაისს, 14:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება.




