Region News!

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი სოციალური სერვისების ცენტრს ეწვია

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსთან, იოანე ლაშხთან ერთად, მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ცენტრის ბენეფიციარ ბავშვებს სათამაშოები და სასწავლო-განმავითარებელი მასალები გადასცა. ინიციატივის მიზანია ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განახლება და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება….

წაიკითხეთ მეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

მიმდინარე წლის 29 ივნისს, 12:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ილია სარსევანიძის ხსოვნას. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი, მათ შორის: დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს წევრებმა განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღეს.

წაიკითხეთ მეტი

📚 როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი – მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ℹ️ გაითვალისწინეთ: 💻 გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატში ტარდება. ეს ნიშნავს, რომ ტესტი გამოსაცდელს კომპიუტერის ეკრანზე მიეწოდება, ხოლო პასუხები შესაბამის პასუხების ფურცელზე უნდა მონიშნოს ან დაწეროს. 👤 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გამოსაცდელი იკავებს მისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილს შესაბამის სექტორში. 🖊️ სამუშაო მაგიდაზე დახვდება: სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი 0.5–0.7 მმ-იანი…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბა 2026“ აღინიშნა

ღონისძიების ფარგლებში, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ თეატრალურ წარმოდგენას, კონცერტს ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ჯგუფ ,,ეგარის“ კონცერტი, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და სპორტული აქტივობები ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. ფესტივალის დასკვნით ნაწილში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკულაში წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა სოფელ ახკულაში მიმდინარე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკულაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 160-მეტრიანი ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო და 3 კილომეტრზე მეტი სიგრძის შიდა წყალმომარაგების ქსელი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ახკულაში 60 ოჯახი უსაფრთხო და უწყვეტი სასმელი წყლით…

წაიკითხეთ მეტი

სოფელ კრწანისში სასმელი წყლის დაბინძურების საკითხზე რეგიონული განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში სასმელ წყალში ნავთობის მინარევების შერევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დაბინძურების გამომწვევი მიზეზები, არსებული მდგომარეობა და მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც პრობლემის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას ისახავს მიზნად. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის…

წაიკითხეთ მეტი

პარლამენტმა მიგრაციის მართვისა და უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის რეგულირების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერება და უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ცვლილებების…

წაიკითხეთ მეტი

2026 წლის გამოსაცდელთა საყურადღებოდ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და წესებს ახსენებს. გამოსაცდელები ვალდებულნი არიან გამოცდაზე გამოცხადდნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და შესაბამის საგამოცდო ცენტრში. საგამოცდო ბარათზე აღნიშნულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. აბიტურიენტებმა და სხვა გამოსაცდელებმა წინასწარ უნდა გადაამოწმონ ბარათზე მითითებული ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი პრობლემები. შეფასებისა და გამოცდების…

წაიკითხეთ მეტი

გარდაბანში გუნდი „მგალობელის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

24 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული ქართული საეკლესიო საგალობლების შემსწავლელი გუნდის – „მგალობელის“ 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საეკლესიო გუნდი „მგალობელი“ და ხალხური სიმღერისა და საკრავების გუნდის მოსწავლეები, რომლებმაც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარადგინეს. საღამოს უძღვებოდა მღვდელმსახური, გუნდი „მგალობელის“ ხელმძღვანელი და ლოტბარი, მამა…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფონდში იქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც შეისწავლის იმ დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს. საპენსიო ფონდი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, შესაბამისი განცხადებით მიმართონ ფონდს. დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია განხილული იქნება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ფონდში განმარტავენ,…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »