Region News!

ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ.

„ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი ლევან პირველი…

უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ლევანის და მისი დის, ლიკას ოჯახებში ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში…

ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც რეალურად აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება და დღეს დამთავრდა მისი ამქვეყნიური ყოფნაც…

ნათელში დაუმკვიდრებს ლევანის მოუსვენარ სულს უფალი…

იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა…“, – წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან პირველი მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე თვის წინ მისი და, ლიკა პირველი გარდაიცვალა. მან ძმას ღვიძლი გადაუნერგა, რის შემდეგაც თრომბი განუვითარდა.

წაიკითხეთ მეტი

ჩემთვის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება

„ჩემთვის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ როგორც საჯარო მოხელეებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც. შესაბამისად, ყველა სკოლა, თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა. პირადად…

წაიკითხეთ მეტი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისტაძრად მიყვანება

წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო – უთხრა, ეტყობა ბევრი დაფარული ცოდვა გაქვს, რაკი ღმერთი შვილს არ გაძლევსო. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა,…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  განცხადება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ამჯერად გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ უზიარებს საზოგადოებას. მათი თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“.

ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ქვეყნისთვის ესოდენ დაძაბულ ვითარებაში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ წარსულშიც მრავალგზის უზიარებდა საზოგადოებას მსგავს ცრუ ინფორმაციას, ამ გვერდის მესვეურნი განსაკუთრებით გაწაფულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების, მათ შორის, მიტროპოლიტ შიოს შესახებ ცილისწამების გავრცელებაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ქაშუეთის ტაძარი, ისევე როგორც 29 და 30 ნოემბერს, ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს.

მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და კეთილგონიერება.

უფალმა დაიფაროს მშვიდობით ჩვენი ქვეყანა!

წაიკითხეთ მეტი

თავისუფალი თეატრი Liberty Theatre 

ძვირფასო მეგობრებო! ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო თავისუფალ თეატრში 8 დეკემბრის ჩათვლით სპექტაკლები მოიხსნა და იანვრისთვის გადაიდო.

ვისაც შეძენილი გაქვთ ბილეთები სპექტაკლებზე, რომლებიც მოიხსნა, შეგიძლიათ მობრძანდეთ შემდეგ თარიღებში:

5 დეკემბრის “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი” – 23 იანვარი

6 დეკემბრის “კომედიანტები” – 22 იანვარი

7 დეკემბრის “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ” – 15 იანვარი

8 დეკემბრის “სულის იდენტიფიკაცია” – 17 იანვარი

ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიწეროთ tkt.g-ს და biletebi.ge-ს და დაიბრუნოთ თანხა. სალაროში შეძენილი ბილეთის შემთხვევაში, მობრძანდით თეატრში.

იანვრის აფიშა, ბილეთების გაყიდვამდე წინასწარ დაანონსდება ჩვენს გვერდზე.

წაიკითხეთ მეტი

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი

რუსთაველის ეროვნული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას! დემონსტრაციების პირველივე დღიდან მოიხსნა ყველა სპექტაკლი და ღონისძიება, თეატრის კარი 24 საათის განმავლობაში ღია იყო დემონსტრანტებისთვის. თეატრის დაცვას დახმარებას უწევდნენ თეატრის სხვა თანამშრომლებიც, რათა ახალგაზრდები არ დაშავებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მოვლენების დროს, მატერიალური ზიანი მიადგა თეატრის შენობას, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება გამოიჩინა და აგვარიდა…

წაიკითხეთ მეტი

მეუფე შიო: მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა – ყველამ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის

მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა – ყველამ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად, ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის – განაცხადა სამების ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.

„ვითარება, როგორც ხედავთ ძალიან დაძაბულია, ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის.

სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და მეტი დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის.

ამასთან დაკავშირებით, მე მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ყველამ, ამ პერიოდში უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად, ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისთვის და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

წაიკითხეთ მეტი

როგორია საახალწლო ტრადიციები საქართველოში

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალ წელს განსხვავებულად აღნიშნავდნენ. საახალწლო ტრადიციები და რიტუალები თითოეულ კუთხეს თავისი ჰქონდა და მათი შესრულებით ადამიანებს სჯეროდათ, რომ ახალი წელი წინაზე უკეთესი იქნებოდა. თითოეულ ოჯახს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სიკეთესა და სიხარულს მოუტანდა. ამიტომ, არსებულ რიტუალებს ზედმიწევნით ასრულებდნენ.

ახალ წელს საქართველოში ხშირად „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს (ძველი სტილით) მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. „ბასილას კვერები.“

გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებოდნენ. კლავდნენ ღორს და ჩიჩილაკს რთავდნენ. მეკვლეს პატიჟებდნენ და მას განსაკუთრებულად ხვდებოდნენ. გურიაში, გურული კვერები ყველითა და კვერცხით ცხვებოდა, ასევე, ნაზუქები, კუპატი და საცივი მზადდებოდა.

იმერეთში მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოუვლის სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქა შესთხოვდა. ხონჩაზე ღორის თავს, მწვადს, მოხარშულ დედასი, ხაჭაპურს, ლობიასი, ღერღილის პურსა და ტკბილი კვერებს ალაგებდნენ.

რაჭაში კი საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობდნენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს – ძველისთვის. ასევე აცხობდნენ ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვაგვარად აჭრელებდნენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებდა და ბეღელში შეინახავდა.

ბასილას ქანდაკებას ქართლშიც აცხობდნენ. ასევე, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს – შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებდა, მას ბედის კვერებს შემოუწყობდა და ზედ ბასილას ქანდაკებას დაასვენებდა. ხონჩის ერთ გვერდზე კი „დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებდა. მასზე ანთებულ სანთლებს მიაკრავდა. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს” უწოდებენ.

ახალიწლის ღამეს სვანები კი სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ალაგებდნენ და სახლის კარებზე ჩამოკიდებდნენ, რომ მეკვლეს მზად დახვედროდა.

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პირველი არხის განცხადება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად“.

საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს ამგვარ დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »