Region News!

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სტუდენტების მგზავრობის დაფინანსება გაზარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16-ვე საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისთვის ყოველთვიური მგზავრობის დაფინანსების გაზრდა იყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაფინანსების ოდენობა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს, რომ სახალხო დღესასწაული „მარნეულობა“ მიმდინარე წელს სექტემბერში…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისში ფოლკლორული ანსამბლ „ორბელის“ 15 წლის იუბილე აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ ,,ორბელის“ საიუბილეო საღამოს დაესწრო ,,ორბელი“ არსებობის 15 წელს ითვლის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართული ტრადიციული სიმღერისა და საეკლესიო გალობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. მრავალწლიანი წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის ანსამბლსა და მის ხელმძღვანელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელი გადაეცა. კონცერტზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერის…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისამილოვი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, სადაც სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხები განიხილეს. სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა.  შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტისთვის საჭირო ტერიტორიის შერჩევასა და პროექტის…

წაიკითხეთ მეტი

თბილისისა და გარდაბნის ტერიტორიაზე, კრწანისის ტყე-პარკისთვის განაშენიანების გეგმა მზადდება

„ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის №234 დადგენილებით (შემდგომში – №234 დადგენილება) მინიჭებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის ფარგლებში, კერძო ინიციატივის საფუძველზე იწყება ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კრწანისის ტყე-პარკში, განაშენიანების გეგმის შემუშავება. საპროექტო არეალი, რომლის ფართობიც 6 335 813.3 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კრწანისის ტყე-პარკში,…

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროში სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე იმსჯელეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მსოფლიო ბანკის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე იმსჯელეს სახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტისთვის შესაბამისი ტერიტორიის შერჩევასა და პროექტის მოსამზადებლად საჭირო პროცედურებზე. მხარეებმა ასევე აღნიშნეს საზოგადოების ინფორმირების, დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში…

წაიკითხეთ მეტი

სოფელ კუმისში კულტურული საღამო „საქართველო ლამაზი“ გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ სუხიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით კულტურული ღონისძიება „საქართველო ლამაზი“ გაიმართა. საღამოზე მაყურებელმა იხილა ქართული ხალხური ცეკვები, მოისმინა ფოლკლორული სიმღერები, ინსტრუმენტული შესრულებები და პოეზია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი „თორისა“, მუსიკალური და ფოლკლორული ჯგუფები, მოწვეული ხელოვანი გურამ ლალიაშვილი, ასევე სამხატვრო წრის მოსწავლეები. ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი თეატრალური ეპიზოდები…

წაიკითხეთ მეტი

გარდაბნის საკრებულომ გეგმიურ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა

30 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, გეგმიური სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დადებითი გადაწყვეტილებები მიიღეს. სხდომაზე ცვლილებები შევიდა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის წესსა და მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში. ასევე, საკრებულომ წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოება, მესამე კვარტლის სამუშაო გეგმა და საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის კულტურის სახლში მუსიკალური სკოლის ღია კონცერტი გაიმართა

29 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური სკოლის ღია კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მოსწავლეებმა საფორტეპიანო და საგუნდო ნომრები შეასრულეს.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მერის მოადგილის თანამდებობა თეონა ფარჯიანმა დაიკავა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მეორე მოადგილედ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თეონა ფარჯიანი დაინიშნა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობას უახლოესი დღეებიდან შეუდგება.

წაიკითხეთ მეტი

ეროვნული გამოცდების ორგანიზებისთვის ყველა ძირითადი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს თორმეტ ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს თორმეტ ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, სადაც მათი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოსაცდელთა რაოდენობის გათვალისწინებით, ცენტრმა დაბეჭდა და საგამოცდო ცენტრებში გადაანაწილა პასუხების ფურცლები,…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »