ბოლნისის საკრებულოს კომისიამ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე პაპუნა მუშკუდიანი უძღვებოდა, ხოლო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა სოლომონ ჩარკვიანი წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საერთო მოცულობა 65 775,0 ათასი ლარით განისაზღვრა. ცვლილებები ითვალისწინებს სასმელი წყლის სისტემების, გარე განათების, გამწვანების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის, კულტურის,…