საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის თაობაზე სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტს – „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სასესხო შეთანხმება მეტროს შემდგომ განახლებას ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენი 50 წელზე მეტია ფუნქციონირებს, მეტროთი მგზავრთა გადაყვანას 48 ერთეული 4-ვაგონიანი შემადგენლობა ახორციელებს, რომელთა ექსპლუატაციის ვადები იწურება და აუცილებელია…