საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Transavia France-მა დაიწყო
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოვიდა. ავიაკომპანია პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ბოინგ 737-800 ხომალდით ასრულებს.
ოპერირების დაწყებას წინ უძღოდა ავიაკომპანიასთან ინტენსიური და აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა.
პირველი რეისით პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისში163 მგზავრი ჩამოფრინდა.




