13 აგვისტო — წმინდა მოწამე ივლიტას ხსენების დღე
დღეს, 13 აგვისტოს (ძველი სტილით — 31 ივლისს), მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე ივლიტას.
წმინდა ივლიტა IV საუკუნის დასაწყისში, იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს, კაპადოკიის კესარიაში ცხოვრობდა. ერთ-ერთმა წარმართმა მისი მამული მიითვისა. როცა წმინდანმა სასამართლოს გზით სცადა კუთვნილი ქონების დაბრუნება, მას ბრალად დასდეს ქრისტიანობა და განაცხადეს, რომ ასეთ ადამიანს კანონი ვერ დაიცავდა.
მსაჯულმა ივლიტას შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი ქონების დაბრუნებაზე ეზრუნა. წმინდანმა მტკიცე უარი განაცხადა ღალატზე და უფლის უარყოფაზე, რის გამოც კოცონზე დაწვეს.
მისი მოწამებრივი აღსასრულიდან დაახლოებით სამოცდაათი წლის შემდეგ, წმინდა ბასილი დიდმა დაწერა სახოტბო სიტყვა ივლიტას განსადიდებლად.