წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ კუშში ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშში, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ხიდის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის მიმდინარეობის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მუნიციპალიტეტის მერთან ილია საბაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა 33-მეტრიანი სახიდე გადასასვლელი, მოაჯირები და სარეგულაციო კედლები, ასევე ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურით 15 სოფლის დაახლოებით 10 000 ბენეფიციარი ისარგებლებს. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მათი ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

სამუშაოების მიმდინარეობას რწმუნებულთან ერთად მისი პირველი მოადგილე ილია ჯალაღანია, მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading