მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილე და მერიის სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მერიის თანამშრომლებს ახალი მოადგილე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები წარუდგინა.

🔹 ვახტანგ ნადირაძე – მერის მოადგილე;

🔹 დავით გოქსაძე – ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი;

🔹 გრიგოლ ბოლქვაძე – ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი;

🔹 ბესო ნიჟარაძე – შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი;

🔹 გიორგი ნემსაძე – ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი.

„თითოეულ მათგანს აქვს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, პროფესიული ცოდნა და კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა“, – განაცხადა დაურ ისმაილოვმა.

შეხვედრას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე და მერის მოადგილე თეონა ფარჯიანი ესწრებოდნენ.

#მარნეული #მერია #საკადროცვლილებები #Regionnews

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »