თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, შეხვედრა გამართა „თურქული ავიახაზების (Turkish Airlines)“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან, აჰმეთ ბოლათთან

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გააღრმავონ თანამშრომლობა და განახორციელონ ერთობლივი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებას.

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს სავაჭრო პალატის ბიზნეს მისია უზბეკეთში საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით ტაშკენტს პირველად ეწვია ქართული ბიზნეს დელეგაცია

დელეგაციაში მონაწილეობა მიიღო 60-მდე წამყვანმა ქართულმა კომპანიამ სხვადასხვა სექტორებიდან: სოფლის მეურნეობა | კვების მრეწველობა | მშენებლობა | ლოგისტიკა | IT | ტურიზმი | ჯანდაცვა | ფინანსური სექტორი და სხვა. უზბეკეთის მხრიდან მონაწილეობდა 200-მდე კომპანია და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ღონისძიების ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები უზბეკეთის ბიზნეს წრეებს გააცნეს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები დეველოპერული სექტორისთვის მოეწყო საველე…

წაიკითხეთ მეტი

,,ქუთაისი-ლიონის ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის”-მარიამ ქვრივიშვილი

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ავიაკომპანია „ვიზეარს”, რომელიც დღეს ქუთაისიდან 14 ქვეყნის მიმართულებით დაფრინავს, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური ავიამიმოსვლა პოლონეთთან, საიდანაც დიდი მოცულობის ტურისტული ნაკადები შემოდის, ასევე წელს ხაზგასასმელია ავიამიმოსვლა მადრიდთან, ჰამბურგთან და ცალკე აღსანიშნია პირდაპირი ფრენები ლიონთან, რომელიც სრულიად ახალი მარშრუტია“ – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ვიზიარის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის…

წაიკითხეთ მეტი

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) რიგით 50-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე მიქაბაძე IOSCO-ს ევროპის რეგიონულ (ERC)  და მზარდი და განვითარებადი ბაზრების (GEMC) კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. აგრეთვე შეხვედრები შედგა მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის (MMoU) მონიტორინგის ჯგუფის, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ქსელისა და მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ქსელის ფორმატში, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკია წარმოდგენილი. შეხვედრების ფარგლებში განიხილეს IOSCO-ს მიერ შემუშავებული საცალო ინვესტორების ონლაინ უსაფრთხოების გზამკვლევი. ასევე გააანალიზეს ახალი…

წაიკითხეთ მეტი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე კერძო კაპიტალის ფონდი წარადგინა

სააგენტო აქტიურად მუშაობს კერძო კაპიტალის ფონდების დაფუძნებაზე, რომელშიც მას ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება. ღონისძიება ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა ფორუმში მონაწილეობდა 180-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფიდან.მათ შორის იყვნენ საქართველოს უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები. საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანისთან შეხვედრისას, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის კატარში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კატარის პრემიერ-მინისტრთან – საუბარი შეეხო საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის ტურისტული, სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს. ზოგადად კატარი და მისი ხელისუფლება ძალიან დადებითად არის საქართველოს მიმართ განწყობილი. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მაღალ დონეზე შედგება ორმხრივი ვიზიტები როგორც კატარიდან, ისე საქართველოდან და ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს სავაჭრო-ეკონომიკური…

წაიკითხეთ მეტი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა და მას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთებასთან დაკავშირებული სარატიფიკაციო სიგელი გადასცა

შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკის განვითარების და სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების…

წაიკითხეთ მეტი

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში

2025 წლის აპრილი წინა თვესთან შედარებით 0.4% წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით

წაიკითხეთ მეტი

„ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი შენარჩუნდა“, – ნათია თურნავა

სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიში წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას, ასევე – აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში დადებითად შეაფასა.

წაიკითხეთ მეტი

2025 წლის 4 თვეში, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი -3-ჯერ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები – 44%-ით ქობულეთის დაცულ ტერიტორიები 20%-ით წალკის კანიონი -20%-ით თეთრა მღვიმე – 17 % -ით კინტრიშის დაცულ ტერიტორიები – 17%-ით.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »