ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა – ამ კუთხით სავალუტო ფონდისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლით გათვალისწინებული მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, შემაჯამებელი შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. 2025 წლის 21 მაისიდან 4 ივნისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოსთან 2025 წლის IV მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები გამართა. სსფ-ის მისიის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს საქართველოს ეროვნული…