სავაჭრო პალატა ავიაციის სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს
სავაჭრო პალატის ორგანიზებით, 30 მაისს, ავიაციის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საავიაციო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ — მარიამ ქვრივიშვილმა, სავაჭრო პალატის საავიაციო კომიტეტის თავმჯდომარემ — გიორგი მოლოდინაშვილმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ — მაგდა ბოლოთაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქვეყნის საავიაციო სტრატეგია, ვაზიანის აეროპორტის პროექტი, ავიაციისა და ტურიზმის სფეროების ინტეგრაციისა და განვითარების საკითხი და სექტორის სხვა მიმდინარე გამოწვევები. ![]()
![]()
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა: წევრმა კომპანიებმა დააფიქსირეს საკუთარი ხედვები, აგრეთვე, მოისმინეს პოზიციები როგორც მინისტრის მოადგილისგან, ისე — საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან.
„მნიშვნელოვანი და ინფორმაციული შეხვედრა შედგა
ავიაციის სექტორისთვის და დიალოგი ბიზნესსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომიტეტის მუშაობის ფარგლებში გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, რომ შემდეგ სხდომას შევხვდეთ ნაკლები გამოწვევებით და მეტი განხორციელებული პროექტით, რაც დღეს აქ შეკრებილი მხარეების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ — გიორგი მოლოდინაშვილი.




