შემოსავლების სამსახურში მიმდინარე აქტუალური საბაჟო საკითხების გაცნობის მიზნით გადასახადის გადამხდელებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქტუალური საბაჟო საკითხების გაცნობისა და განხილვის მიზნით გადასახადის გადამხდელებთან ონლაინ ფორმატში მორიგი შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გადასახადის გადამხდელებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ, ისეთ აქტუალურ საბაჟო საკითხებს, როგორიც არის:
• წარმოშობის სერტიფიკატი და მასთან დაკავშირებული პროცედურები;
• სიტუაციური სახელმძღვანელო წარმოშობის სერტიფიკატის მიღების წესისა და პირობების შესახებ;
• ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ახალი ფორმა;
ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა – NCTS ონლაინ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და გადამხდელებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრების გამართვის პროექტი, ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელებთან მუდმივ კომუნიკაციას და საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ მათ დროულ ინფორმირებას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური




