სპორტის მინისტრი საერთაშორისო ციგურაობის კავშირის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბოსტონში გამართულ ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთაშორისო ციგურაობის კავშირის (ISU) პრეზიდენტ კიმ ჯეი იულთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოში ფიგურული ციგურაობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

სპორტის მინისტრმა ISU-ს პრეზიდენტს საქართველოში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, კერძოდ, შალვა გოგოლაძემ კიმ ჯეი იულს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით „ბაკურიანი 2025“-ისთვის თბილისსა და ბათუმში აშენებული ყინულის არენების შესახებ. მათ ისაუბრეს სამომავლოდ საქართველოში ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესახებაც.

საქართველოს სპორტის მინისტრი ბოსტონში ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს დაესწრო. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ექვსი ლიცენზია მოიპოვა, კერძოდ, ქართველ სპორტსმენებს ორ-ორი საგზური აქვთ მამაკაცთა კატეგორიაში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading